fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთმა შესაძლოა საზღვრები ისევ დახუროს?! – რას აცხადებენ ექსპერტები

ბერძენი პროფესორები შეშფოთებას გამოთქვამენ კორონავირუსის “იმპორტირებულ” შემთხვევებთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ ეს სიტუაცია ნამდვილად არ მიუთითებს კარგზე.

ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ხარალამბოს გოგოსმა მედიასთან საუბრისას შემდეგი განმარტებები გააკეთა:

“თუ ასეთი სიტუაცია გაგრძელდება, ინფიცირების შემთხვევები ბალკანეთის ყველა ქვეყანაში მოიმატებს. თუ ეს მდგომარეობა გართულდება, განვიხილავთ საბერძნეთის სახმელეთო საზღვრების დახურვის საკითხს, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ამ ზომამდე არ მივალთ და ეს საჭირო არ გახდება.

ამ ეტაპისთვის ურთულესი მდგომარეობაა სერბეთში. საბედნიეროდ, ეს საბერძნეთში დროულად შევნიშნეთ და მიღებულ იქნა ზომები. ქვეყნები, რომლებიც ჩვენთან ყველაზე ახლოს მდებარეობენ, წარმოადგენენ ყველაზე დიდ საფრთხეს.

ამას გარდა, დიდ პრობლემად შეიძლება იქცეს ისიც, რომ ძალიან ბევრ ტურისტს დაუდასტურდეს ვირუსი და საჭირო გახდეს ბევრი ადამიანის კარანტინში მოთავსება ან კიდევ უარესი, მათი ჰოსპიტალიზაცია.

უნდა გაცნობოთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება ხდება ჰაერის საშუალებითაც. ჩვენ გლობალურად ვმყოფებით პანდემიის კულმინაციურ ფაზაში,” ამბობს გოგოსი.

შეგახსენებთ, რომ რაც საზღვრები გაიხსნა, ყოველდღიურად დაფიქსირებული შემთხვევებიდან უმეტესობა მუდმივად ტურისტებზე მოდის. გუშინ დაფიქსირდა 27 შემთხვევა, საიდანაც 17 იყო “იმპორტირებული”.

onalem

ტესტ