fbpx
ჯანმრთელობა

ტურისტებს კორონავირუსი კვლავ შემოაქვთ – დღევანდელი შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი “იმპორტირებულია”

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევებიდან უმრავლესობა “იმპორტირებულია”.

კერძოდ, დღეს ფიქსირდება კორონავირუსით დაავადების 27 ახალი შემთხვევა, აქედან 17 უცხოელი ტურისტია, ხოლო დანარჩენი ადგილზე დაფიქსირდა.

ამ ეტაპისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში 10 პაციენტი რჩება, ხოლო საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაავადების 3589 შემთხვევაა გამოვლენილი.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საზღვრები გახსნა, ახალი შემთხვევების უმეტესობას ინფიცირებული ტურისტები წარმოადგენენ და ქვეყანაში ადგილზე გადადების ტენდენციის ზრდა არ აღინიშნება.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ხდება ტურისტების იზოლაციაში გადაყვანა და ვირუსის გავრცელების შანსები მაქსიმალურად მცირდება.

საბერძნეთში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსით 193 ადამიანია დაღუპული.

onalem

ტესტ