fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამინდის მკვეთრი ცვლილება საბერძნეთში: ძლიერი ქარი, ტემპერატურის ვარდნა და წვიმა

მეტეოროლოგები სამშაბათიდან ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ვარაუდობენ.

გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი და ხანმოკლე, პერიოდული წვიმა, რომელიც, ძირითადად, აღმოსავლეთ კონტინენტის ნაწილს და სამხრეთ ეგეოსის ზღვას მოიცავს.

სამშაბათამდე კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილში ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იქნება და 34°C გრადუსს მიაღწევს. იქროლებს სუსტი ქარი.

სამშაბათს კი, ჩრდილოეთ ევროპიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები საბერძნეთამდე მოაღწევს, რაც ტემპერატურის 4-5°C გრადუსით ვარდნას გამოიწვევს თითქმის მთელ ქვეყანაში, გარდა დასავლეთ საბერძნეთისა, სადაც ჰაერი 31-32°C გრადუსამდე გათბება.

ეგეოსის ზღვაზე გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი და მისი სიჩქარე ბოფორტის სკალის მიხედვით 8 ბალს მიაღწევს.

ამავდროულად, პერიოდულად იწვიმებს მაკედონიის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში, თრაკიში, ევიაში, ვიოტიაში, ფთიოტიდაში, სამხრეთ-დასავლეთ პელოპონესსა და ჩრდილოეთ კრეტაზე. ქვეყნის დანარჩენ ნაწილში შედარებით კარგი ამინდი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, ეგეოსის ზღვაზე, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩრდილოეთის ქარი და მისი სისწრაფე 9 ბალს მიაღწევს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საბერძნეთის ბევრი პორტი დაიკეტება.

ლოგიკურია, რომ ასეთი ძლიერი ქარი ტემპერატურის ვარდნას გამოიწვევს. საშუალოდ,  ტემპერატურა 12°C გრადუსით დაეცემა, ზოგ ადგილას კი უფრო მეტით. შესაბამისად, არა მარტო ცენტრალური საბერძნეთის მთიან რეგიონებში, არამედ მთლიანად, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, საგრძნობლად აცივდება.

მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ქვეყნის რამდენიმე ძირითადი ადგილის ამინდის პროგნოზს:

ათენი:

ორშაბათი –  31°C

სამშაბათი – 26°C

ოთხშაბათი – 22°C

 

თესალონიკი:

ორშაბათი-  32°C

 

პატრა:

ორშაბათი – 29°C

სამშაბათი – 29°C

 

ირაკლიო:

ორშაბათი – 29°C

სამშაბათი – 27°C

ოთხშაბათი – 21°C

 

ლარისა:

ორშაბათი – 23°C

სამშაბათი – 23°C

ოთხშაბათი – 21°C

 

ფლორინა:

ორშაბათი – 31°C

სამშაბათი – 18°C

ოთხშაბათი – 16°C

 

ტრიპოლი:

ორშაბათი – 30°C

სამშაბათი – 23°C

ოთხშაბათი – 16°C

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, ოთხშაბათს წვიმას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, ხუთშაბათს იწვიმებს თესალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ევიაში, სპორადესის არქიპელაგზე, პელოპონისოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, ასევე კრეტაზე.

 

onalem

ტესტ