fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: სახლიდან სეიფი მოიპარეს და გზაში დაუვარდათ (ვიდეო)

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, დღისით, თესალონიკის ცენტრში მოხდა. როგორც ირკვევა, ქურდები ნიკის გამზირზე ერთ-ერთ ბინაში მივიდნენ და იქ მაცხოვრებლებს ΔΕΗ-ს თანამშრომლებად წარუდგინეს თავი, უთხრეს, რომ მათ მაცივარს პრობლემა ჰქონდა და სამზარეულოში შევიდნენ.

არსებული ცნობებით, ქურდებმა შეძლეს, რომ ბინის პატრონები აღნიშნულ ოთახში იზოლაციაში მოექციათ და სხვადასხვა გზებით, საუბრითა და ვითომ საქმის კეთებით, ყურადღება სხვა რამეზე არ გადაატანინეს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ამ დროს სეიფს ეძებდა, რომელსაც მიაგნო კიდეც და რამდენიმე წუთში სახლიდან გაიტანეს.

ვრცელდება კადრებიც, როგორ გააქვთ სახლიდან სეიფი და მანქანის საბარგულში დებენ, თუმცა, შემდეგ უვარდებათ. ცხადია, ისინი გადმოდიან, სეიფს მანქანაში აბრუნებენ და გზას აგრძელებენ. ამ ყველაფერს ბევრი მოწმე ჰყავდა და ტელეფონებითაც დააფიქსირეს მათი ქმედებები, თუმცა, ბევრმა, სავარაუდოდ, საერთოდ ვერ წარმოიდგინა, რომ ქურდობა ხდებოდა.

onalem

ტესტ