fbpx
საბერძნეთი

გათბობის დახმარება საბერძნეთში 350 ევროდან 700 ევრომდე – ვის ეკუთვნის?!

მას შემდეგ, რაც თესალონიკის გამოფენაზე კირიაკოს მიცოტაკიმ მოსახლოების დახმარების პროგრამები დააანონსა, ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა დაიწყო ამ პროგრამების სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და მოქმედებაში მოყვანისთვის.

როგორც ცნობილი გახდა, საბერძნეთში გათბობის შემწეობის/დახმარების მიმღებთა რაოდენობა იზრდება, გასულ წელთან შედარებით და ასევე იზრდება თანხის რაოდენობა, რომელსაც ბენეფიციარები აიღებენ. გასულ წელს ეს თანხა 300 ევრო იყო, წელს კი, 350 ევრომდე გაიზრდება, ამას გარდა, შესაძლებელია, რომ 700 ევრო მიიღონ მათ, ვინც გათობობისთვის ბუნებრივი აირის ნაცვლად გამოიყენებს ნავთობს.

ამას გარდა, კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეთ, რომ თანხა მიიღოთ, იცვლება. თუ გასულ წელს შემოსავლის მაქსიმალური რაოდენობა 14.000 ევრომდე იყო წელიწადში, ახლა ეს მაჩვენებელი იზრდება 16.000-მდე. აღნიშნული ოდენობა იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან ქორწინებაში, ხოლო ოჯახებისთვის 20.000-დან 24.000 ევრომდე გაიზრდება, 30.000 ევროთი გაიზრდება შემოსავლის ზღვარი თითოეულ შვილზე, მათი რაოდენობის მიხედვით.

ამრიგად, ადამიანს, რომელიც აფიქსირებს წელიწადში 16.000 ევროს შემოსავალს, გათბობის დახმარების მიღება შეეძლება, აქამდე კი ზღვარი 14.000 ევრო იყო.

დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ პირად ბუღალტერს.

onalem

ტესტ