fbpx
ეკონომიკა

რამდენი ხელფასის გადახდა უწევთ ბერძნებს ელექტრო ენერგიაში მისი გაძვირების შემდეგ – კვლევა

ევროპის პროფკავშირების ფედერაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბერძნები არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან მინიმალური ხელფასის ოდენობისა და პარალელურად, ელექტრო ენერგიის გაძვირებით გამოწვეული მდგომარეობის ფონზე.

კერძოდ, ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბერძნებს წლიურად ორი მინიმალური ხელფასის გადახდა უწევთ, რათა დაფარონ დენის გაძვირების შედეგად მოსული გადასახადი. საბერძნეთი, ესტონეთთან და ჩეხეთთან ერთად, არის ქვეყანა, რომელშიც ადამიანებს ყველაზე მეტი დღე სჭირდებათ მუშაობა, რომ წლიური გადასახადო დაფარონ.

ფედერაციის ინფორმაციით, ახლა დენის წლიური გადასახადი გაცილებით მეტია, ვიდრე დაბალანაზღაურებადი მუშაკების თვიური შემოსავალი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში.

დაახლოებით 9,5 მილიონი დასაქმებული სერიოზულ პრობლემებს აწყდება დენის გადასახადის დაფარვასთან დაკავშირებით, რადგან მისი საარსებო მინიმუმი საკმაოდ დაბალია, წელს კი, ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის საფასური ევროპაში, გასულ წელთან შედარებით, 38%-ით არის გაზრდილი.

თუ 2021 წელს ევროკავშირის მხოლოდ 8 ქვეყანაში იყო მსგავსი სახის პრობლემები გამოკვეთილი, ახლა ეს რაოდენობა 16-მდეა გაზრდილი და ამ ქვეყნებში ადამიანებს, რომლებიც 8 საათიან სამსახურში მინიმალურ ხელფასს იღებენ, უწევთ, რომ წლიურად მინიმუმ ერთი ან მეტი თვიური ხელფასი გამოყონ, რათა დაფარონ მოსული გადასახადი.

onalem

ტესტ