fbpx
კრიმინალი

წარმოუდგენელი შემთხვევა პატისიაზე: 29 წლის ემიგრანტი ქალის გაუპატიურების ბრალდებით წყვილი დააკავეს

ბერძნული მედია დანაშაულის შესახებ იუწყება, რომელიც ათენის ცენტრში, კერძოდ, პატისიაზე მოხდა. გაუპატიურების მსსხვერპლი გახდა 29 წლის ემიგრანტი ქალბატონი, ალჟირიდან, ფაქტზე კი, ასევე უცხოელების წყვილი დააკავეს, ქალი ბულგარეთიდან არის, მამაკაცი კი, გვინეიდან.

კერძოდ, 29 წლის ალჟირელი ქალი ამბობს, რომ მამაკაცს არ იცნობდა, მაგრამ იცნობდა ბულგარელ ქალს, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან სერიოზულ საქმეზე უნდა დალაპარაკებოდა და მასთან სახლში მისულიყო. ისიც დათანხმდა და როდესაც  მივიდა, სახლში 36 წლის გვინეელიც დახვდა. გარკვეული საუბრის შემდეგ ალჟირელ ქალს უთხრეს, რომ მასთან ინტიმური კავშირი უნდოდათ, რაზეც ის პანიკაში ჩავარდა და სახლის დატოვება სცადა, ეუბნებოდა, რომ სამი შვილი ჰყავდა და მისთვის თავი დაენებებინათ, თუმცა, მამაკაცმა წასვლის უფლება არ მისცა და გააუპატიურა. ამ ყველაფერი 42 წლის ბულგარელი ქალი უყურებდა და არაფერი მოიმოქმედა, ხელს უწყობდა მამაკაცს ძალადობრივ ქმედებებში.

ბინაში ოფიცრები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ალჟირელი ქალის ყვირილი, სავარაუდოდ, გარშემო გაიგეს და პოლიციაში დარეკეს. მათი ადგილზე მისვლისას წყვილი იხტიბარს არ იტეხდა და ამბობდა, რომ უბრალოდ ჩხუბობდნენ და არაფერი მნიშვნელოვანი არ ხდებოდა, ბულგარელი ქალი კი, პოლიციელებს სახლიდან ყრიდა.

ქალის დასახმარებლად მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც, რომელთაც ის გონზე მოიყვანეს, რადგან გული წაუვიდა. როდესაც პოლიციას გაუპატიურების შესახებ უთხრა, გვინეელი და ბულგარელი მაშინვე დააკავეს.

 

onalem

ტესტ