fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ორჯერ რომ დავქორწინდი და არ გაამართლა, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს” – ნატასა თეოდორიდუ პირად ცხოვრებასა და შვილებზე

ნატასა თეოდორიდუ ფეი სკორდას პირველ გადაცემაში, ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე იყო მიწვეული, სადაც თავის ქალიშვილებთან ურთიერთობაზე, კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

“არ არის უცნაური და გასაკვირი, რომ ჩემს გოგონებს სხვადასხვა მამები ჰყავთ. ჩემი გვარი თეოდორიდუა, ჩემი დიდი ქალიშვილი ბეტა, ხოლო პატარა ფუსტანუ. თუ საბერძნეთს გარეთ გავალთ, ვერავინ გაიგებს, რომ დედა და შვილები ვართ. ის, რომ ორჯერ დავქორწინდი და არცერთხელ არ გაამართლა, არაფერს ნიშნავს. აბსოლუტურად არაფერს.

ჩემთვის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მყოლოდა ჯანმრთელი შვილები, რომლებიც კარგი ადამიანები იქნებოდნენ, კარგი გულით. ბავშვებთან ყოველთვის ძალიან გულწრფელი ვიყავი. მათ ვუთხარი, რომ სიმღერა ჩემი ცხოვრებაა და არაფრის გამო არ დავთმობდი. როდესაც ანდრეას დავშორდი, ჩემი დეიდა მოვიდა და 13 წელი იცხოვრა ჩემთან. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო 13 წელი იყო, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა დეიდა კულას, ძალიან მიჩუყდება გული.

რაც შეეხება სიყვარულს, როდესაც მიყვარს, ამ ყველაფერს 100%-ით განვიცდი. არ მეშინია, რომ გული მეტკინება. ახლა არ ვარ შეყვარებული, მაგრამ ძალიან მინდა, ვიყო,” ამბობს თეოდორიდუ.

ცნობილი მომღერალი იმასაც ამატებს, რომ როდესაც კონცერტებს მართავს, ყოველთვის რთავს ლაივს ინსტაგრამზეც, ვინაიდან უნდა ხალხს უთხრას, რომ შეუძლიათ უყურონ და მოუსმინონ მას, თანხის გადახდის გარეშეც.

onalem

ტესტ