fbpx
საბერძნეთი

ათენი: 62 წლის ემიგრანტი ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს – იძებნება მისი მეუღლე

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, გიზის ტერიტორიაზე მდებარე ბინაში ემიგრანტი ქალბატონი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც ირკვევა, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა სწორედ მისმა მეუღლემ გამოიძახა, თუმცა, მას შემდეგ მისი კვალი გაქრა და პოლიციის მიერ იძებნება. მეზობელი ამბობს, რომ დახმარება მამაკაცმა სწორედ მას სთხოვა, თუმცა, როცა ადგილზე მივიდა, უკვე გვიან იყო.

საუბარია 62 წლის ქალბატონზე, რომელიც ალბანეთიდან არის. მას სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება, ამიტომ პოლიცია ფიქრობს, რომ შესაძლოა საქმე მკვლელობასთან გვქონდეს.

ალბანელი ქალის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს, თუმცა, განიხილება როგორც კრიმინალური დანაშაულის შესაძლებლობა, ასევე, ვარაუდი, რომ პათოლოგიური მიზეზებით დაიღუპა, ვინაიდან ჯანმრთელობის ბევრი პრობლემა ჰქონდა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეზობლის თქმით, ალბანელი მამაკაცი ხშირად სვამდა და ჩხუბობდა სხვა ადამიანებთან, მაგრამ არასოდეს უნახავს, რომ მეუღლეს დაპირისპირებოდეს.

 

onalem

ტესტ