fbpx
საზოგადოება

“ბოდიშს ვიხდი! წლებია ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ახლა მომეცა შანსი მემოგზაურა” – 24 წლის გოგოს საჯარო ბოდიში

ცნობილი გახდა, რომ 24 წლის გოგონა, რომელსაც დიდ უპასუხისმგებლობაში “ედება ბრალი”, საჯაროდ იხდის ბოდიშს. ასევე ამბობს, რომ სანტორინისკენ მიმავალს ნიღაბი ეკეტა და იმედოვნებს, რომ თუ ვირუსი მართლაც აქვს, სხვა არავინ დაუინფიცირებია.

“ბოდიშს ვიხდი საჯაროდ, ყველასგან. ეს არ იყო გამიზნული ქმედება, ალბათ, უბრალოდ, ასაკიდან გამომდინარე იმპულსი. არ ვიცი…

უკვე წლებია, რაც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და არ იყო ადვილი, რომ გადავაადგილებულიყავი. ახლა მომეცა შანსი, რომ სადმე წასვულიყავი. რადგანაც არ მქონდა სიმპტომები, არ მახველებდა, ვიფიქრე, რომ ეს შეცდომა იყო და ვირუსის მატარებელები რეალურად არ ვიყავი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გამგზავრება.”

ასეთია ბერძენი გოგოს კომენტარი, რომელიც თვითიზოლაციაში არ დარჩა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ვირუსი დაუდგინდა და ათენიდან სანტორინზე გაემგზავრა. როგორც ცნობილია, ის კუნძულზე არ შეუშვეს და უკან დააბრუნეს.

onalem

ტესტ