fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკს დაუვიწყარი ახალი წელი ელის – 31 დეკემბერს 4, 000-ზე მეტ ფოიერვერკს გაუშვებენ

ახალი წლის წინა ღამეს თესალონიკში საოცარი სანახაობა იქნება.

ქალაქის ცენტრში 4, 000-ზე მეტი ფოიერვერკის გაშვებას გეგმავენ. ეს პროცესი 1 იანვრის დადგომამდე, 10 წუთით ადრე დაიწყება და 10 წუთი გასტანს, ვიდრე 00:00 საათი შესრულდება. ასე შეეგებება საბერძნეთის მეორე უდიდეს ქალაქი ახალი 2019 წლის შემობრძანებას.

ყოველი წუთის მანძილზე დაახლოებით 400 შუშხუნას გაუშვებენ და ეს ყველაფერი არისტოტელუს მოედანზე.

ფოიერვერკები 200 მეტრის სიმაღლეზე გავრცელდება და ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან იქნება შესაძლებელი მათი დანახვა. ელიან, რომ მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბება.

სანახაობას სპეციალურად ამ დღისთვის თესალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაასპონსორებს.

 

onalem

ტესტ