fbpx
საზოგადოება

“ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორება ტკივილის გარეშე შეუძლებელია” – მიხალის ხაძიიანის

მიხალის ხაძიიანიმ ზეტა მაკრიპულიასთან ხანგრძლივ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა მათ დაშორების გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს, მაგრამ არაჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებენ და რა თქმა უნდა, ამდენი წლის შემდეგ განცალკევებას ტკივილი ახლავს.

“მე მჯერა “სამუდამოდ ერთად ყოფნის” და ეს არ უკავშირდება მაინც და მაინც რომანტიზმს, არამედ ადამიანების მცდელობას, რომ განავითარონ საკუთარი ურთიერთობა, სიყვარული და მხარდაჭერა. ყოველდღიურობა ნამდვილად არ არის მარტივი, მე ყოველთვის მომწონდა სტაბილურობა, უსაფრთხოების განცდას მიქმნის. მიუხედავად იმისა, რომ დროები შეიცვალა და იცვლება, ადამიანების ძირითადი საჭიროებები იგივე რჩება.

ყოველი დაშორება, როგორიც უნდა იყოს ის, თუნდაც, ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება, ცხადია, არ არსებობს ტკივილის გარეშე. ტკივილი არის ეტაპი, რომელიც უნდა გაიარო, ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი გამბედაობა სჭირდება, დიდი გამბედაობა სჭირდება თქვა, რომ გჭირდება განახლება, დაშორება ცოტა ხნით, ან საბოლოო დასასრული. ტკივილი ცოტა ხანს მოგყვება. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არაჩვეულებრივ ურთიერთობას ვინარჩუნებთ,” ამბობს ხაძიიანი.

onalem

ტესტ