fbpx
საბერძნეთი

ცივი ჰაერის მასების შემოჭრა საბერძნეთში – ამინდის 10 გრადუსით კლება და თოვლი მთიან რეგიონებში

მიუხედავად სეზონისთვის შეუსაბამო სითბოსი, რომელიც ამ დრომდე საბერძნეთში გვაქვს, უახლოეს საათებში ქვეყანაში ცივი ჰაერის მასების შემოჭრაა მოსალოდნელი. კლიმატური ფენომენი გამოიწვევს ნალექს, წვიმის სახით, ასევე, თოვლს მთიან რეგიონებში და ტემპერატურის ვარდნას.

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, შუადღის საათებიდან მოსალოდნელია ამინდის ცვლილება, ეგეოსის ზღვის ტერიტორიაზე ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში სინოპტიკოსები თოვას პროგნოზირებენ. ტემპერატურის ვარდნა შესამჩნევი გახდება ხვალიდან, შაბათიდან, ზოგიერთ ტერიტორიაზე დაიკლებს 6-8 გრადუსით, ხოლო ზოგან 10 გრადუსით.

წვიმა და ტემპერატურის ვარდნა მოსალოდნელია ატიკის რეგიონშიც, იწვიმებს თესალიაში, ევიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში, ფენომენი ინტენსტიური იქნება ხვალ შუადღემდე.

რაც შეეხება თოვას, მოსალოდნელია ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში, ღამით იწვიმებს მაკედონიასა და თრაკიში, დღეს ღამით და შაბათს გამთენიისას თოვა მოსალოდნელია ეგეოსის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კუნძულებზე.

onalem

ტესტ