fbpx
საზოგადოება

გაუარესებული ამინდი მთელი საბერძნეთის მასშტაბით – სად იწვიმებს?

დღეს, 24 ნოემბერს, ამინდი საკმაოდ ცვალებადი იქნება. კრეტაზე დილის საათებში იწვიმებს, საღამოს კი, ნალექი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადმოინაცვლებს. დანარჩენ რეგიონებში მოღრუბლულობაა და მცირე წვიმაა გამოცხადებული.

ატიკა

ცვალებადი მოღრუბლულობა დღის საათებში ატიკას აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში. ტემპერატურა 11-19 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკი

ცვალებადი მოღრუბლულობა, დილისა და საღამოს საათებში გაძნელებული ხილვადობით. ჰაერი 10-დან 15 გრადუსამდე გათბება.

ზაკინთოსი

ცვალებადი მოღრუბლულობაა გამოცხადებული, ხოლო ღამის საათებში იწვიმებს. ტემპერატურა 13-19 გრადუსი იქნება.

მაკედონია, თრაკი

ცვალებადი მოღრუბლულობა ცენტრალურ მაკედონიაში. დილის საათებში წვიმა და გაძნელებული ხილვადობაა მოსალოდნელი. ჰაერი 5-დან 15 გრადუსამდე გათბება, თუმცა, დასავლეთ მაკედონიაში 3-4 გრადუსით ნაკლები იქნება.

იონიის კუნძულები, ეპირუსი, დასავლეთ სტერეა და დასავლეთ პელოპონისო

მოღრუბლულობა გაიზრდება დღის განმავლობაში და იონიის ზღვაზე საღამოსთვის იწვიმებს. იქროლებს მსუბუქი ქარი. ტემპერატურა 10-20 გრადუსამდე იმერყევებს, თუმცა, ეპირუსში 4-5 გრადუსით დაბალი იქნება.

თესალია, აღმოსავლეთ სტერეა, ევია და აღმოსავლეთ პელოპონისო

ძირითადად მოღრუბლულობაა, თუმცა სპორადებზე და ევიაში მცირე წვიმაა გამოცხადებული, ძირითადად, დილის საათებში. ჰაერი 11-დან 19 გრადუსამდე გათბება, ჩრდილოეთით კი, 3-4 გრადუსით ნაკლებ ტემპერატურას ვარაუდობენ.

კიკლადები, კრეტა

კრეტაზე ძირითადად, მოღრუბლულობა იქნება, იწვიმებს დილის საათებში. იქროლებს ჩრდილოეთის მიმართულების, 6-7 ბალის სიჩქარის ქარი. ტემპერატურა 13-19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულები, დოდეკანესის კუნძულები

ჩრდილოეთით ხანმოკლე მოღრუბლულობაა გამოცხადებული დილის საათებში. იქროლებს ჩრდილოეთის ქარი. ტემპერატურა 14-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს, ჩრდილოეთით კი, 3-5 გრადუსით ნაკლები იქნება.

onalem

ტესტ