fbpx
ბუნებრივი კატასტროფებისაბერძნეთი

“საბერძნეთისთვის კატასტროფული ცუნამის საფრთხე რეალურია” – გეოლოგების გაფრთხილება

მას შემდეგ, რაც ინდონეზიაში მოულოდნელმა ცუნამმა სანაპირო ზოლი გაანადგურა და ასობით ადამიანი იმსხვერპლა, საბერძნეთის საზღვაო კველითი ცენტრის სპეციალისტი საჯარო გაფრთხილებებს იძლევა.

ინდონეზიაში ცუნამი ვულკანის ფერდობებზე წყალქვეშა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად მოხდა. იგივე პროცესები კი, როგორც დიმიტრის საკელარიუ აცხადებს, საბერძნეთიშიც მოსალოდნელია.

“წყალქვეშა მეწყერები საბერძნეთის ზღვებში ხშირად ჩამოწვება ხოლმე, თუმცა, მათმა ინტენსივობამ, რომელიც მომავლისთვის სავარაუდოა, შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც მცირე და საშუალო, ასევე კატასტროფული ცუნამი, რომელიც დამანგრეველ შედეგებს მოიტანს. ასეთი ადგილებია ძირითადად კორინთის ყურე, ჩრდილოეთ ეგეოსის ზღვა, სანტორინ-ამორგოსის ტერიტორია, იონიის ზღვა, განსაკუთრებით კი კრეტა-როდოსის ტერიტორიები. აღნიშნული ადგილები სეისმურად აქტიურად ითვლება და ყველზე სახიფათოა.”

გეოლოგიური ცენტრი ბოლო წლებში აქტიურად სწავლობს საბერძნეთის წყლებში მიმდინარე პროცესებს. წყალქვეშა მეწყერს და იმ შედეგებს, რომლებიც შესაძლო მიწისძვრებმა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას.

“რაც კი გასულ წლებში საბერძნეთში ცუნამი მომხდარა, ყველა მათგანი მიწისქვეშა მეწყრებისგან იყო გამოწვეული. ამ ყველაფერმა უამრავი ადამიანი იმსხვერპლა იონიის ზღვის კუნძულებზე, ძირითადად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.”

მაგალითად, 2002 წელს როდოსის ჩრდილოეთი სანაპიროს ცუნამი დაატყდა თავს, თუმცა, მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, 1963 წელს კორინთის ყურეში ცუნამის გამო დაიღუპა 2, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი.

გეოლოგი განმარტავს, რომ ცუნამი შესაძლოა გამოიწვიოს ვულკანმაც, რომელიც ორ ან მეტ წრიულ ტალღებს გამოიწვევს, ისინი კი პერპენდიკულარულად გადააგილდებიან.

აღნიშნულ საკითხზე აქტიურად საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც იტალიაში ვულკანმა “ეტნამ” ამოფრქვევა დაიწყო, რამაც კუნძულ ზაკინთოზე უკვე გამოიწვია 4.1 ბალიანი მიწისძვრები.

საკელარიუ აცხადებს, რომ ინდონეზიისთვის ცუნამი სრულიად მოულოდნელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინდონეზია სეისმურად საკმაოდ აქტიურ ზონაშია. თუმცა, ამჯერად ვულკანის ფერდობებიდან მეწყერის ჩამოწოლამ წყლის დიდი ტალღები წარმოქმნა.

“ჩვენ გვინდა წინასწარ განვსაზღვროთ ყველაფერი, რათა შესაძლებელი იყოს პრევენციული სისტემის აშენება საჭიროების შემთხვევებში,” ამბობს დიმიტრის საკელარიუ და გრაფიკულად ასახავს, თუ რა საფრთხეებია საბერძნეთის წინაშე.

onalem

ტესტ