fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში რამდენიმე წუთის წინ ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა- ორი ადამიანი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, სულ რამდენიმე წუთის წინ კუნძულ კრეტასთან, მალამეს ტერიტორიაზე ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა.

როგორც ირკვევა, საუბარია მცირე ზომის ხომალდზე, რომელშიც ორი ადამიანი იჯდა, ის კოპაიდადან ხანიასკენ მიემართებოდა. როგორც კი, მისი ჩამოვარდნის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მობილიზდა სანაპირო დაცვა, მაშველები და სამედიცინო დახმარება.

წინასწარი ცნობებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორივე ადამიანი წყლიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, თუმცა, უცნობია, თუ კონკრეტულად რა მდგომარეობაში არიან. მათი ამოყვანის ოპერაცია განხორციელდა პროფესიონალი მყვინთავების მიერ.

 

onalem

ტესტ