fbpx
საზოგადოება

ათენი: დილის 6 საათზე ახალგაზრდა მამაკაცი მეტროს რელსებში ჩავარდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენსი, აგიოს ანტონიოს მეტროსადგურში მამაკაცი მატარებლის რელსებში ჩავარდა. ინციდენტი დილის 06:00 საათზე მოხდა, თუმცა, თუ რატომ, ამ დრომდე უცნობია.

ამავე წყაროს მიხედვით, ის ადგილზე გარდაიცვალა.

მის ამოყვანას 9 მაშველი ცდილობდა, რომელიც 3 სახანძრო მანქანით იყო მობილიზებული.

პოლიციისთვის უცნობია, იყო ეს უბედური შემთხვევა, თუ მამაკაცი თავად შეუვარდა მატარებელს.

მეტროს მოძრაობა დიდი ხნის მანძილზე იყო შეფერხებული, თუმცა, ამ დროისთვის აღდგენილია.

onalem

ტესტ