fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დაუჯერებელი ინციდენტი პატრაში: დედამ ბავშვი ეტლით ქუჩაში დატოვა

დღეს დილით პატრაში, კლაუსისა და ელეფთერიოს ვენიზელუს ქუჩების კვეთაზე დაუჯერებელი ინციდენტი მოხდა. ქალმა საკუთარი შვილი ქუჩაში დატოვა და მოპიდაპირე მხარეს მდებარე კაფეში ყავის საყიდლად წავიდა.

ბავშვი ეტლში იჯდა. ქალს თავისი მეგობარი ახლდა, რომელთან ერთადაც რამდენიმე მეტრში მდებარე მაღაზიაში წავიდა.

ქვეითად მოსიარულეები და მანქანის მძღოლები გაოცებულები უყურებდნენ მარტო დატოვებულ ბავშვს და ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდებოდა. მოგვიანებით შემთხვევის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

onalem

ტესტ