fbpx
საბერძნეთი

ყურადღება! 800 ევროს მისაღებად საბერძნეთში განაცხადების შევსება ხვალიდან იწყება!

საბერძნეთის მთავრობის მიერ გამოიყო 2 მილიარდი ევრო, რათა მოხდეს იმ ხალხის უზრუნველყოფა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევარი დარჩა და მათი სამსახურები დაიხურა. 1 მილიონამდე დასაქმებული მიიღებს 800 ევროს და განაცხადების შევსება ხვალიდან, 24 მარტიდან იწყება.

ეს ეხება როგორც მთავრობის მითითებით დახურულ ბიზნესებს, ასევე იმ დაწესებულებებს, რომლებიც დაიხურა კლიენტის არარსებობის გამო და დაეცა მათი შემოსავლები.

კერძოდ, ხვალიდან იხსნება ბაზა, სადაც დამსაქმებელმა ვებ-გვერდზე https://eservices.yeka.gr/(S(tv0mxr10cp1yh5rybpjxo4ae))/login.aspx?ReturnUrl=%2f უნდა შეავსონ განაცხადი საკუთარი ბიზნესის დაკეტვის თაობაზე და მიუთითონ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელიც უმუშევარი დარჩა. შემდეგ თანამშრომელთა მონაცემები ავტომატურად ამოიკრიფება სისტემიდან.

მოგვიანებით შრომის სამინისტრო გახსნის ახალ პლატფორმას, სადაც უკვე თავად თანამშრომლები შეავსებენ თავიანთ მონაცემებს და მიუთითებენ ბანკის ანგარიშს, სადაც დაერიცხებათ კუთვნილი თანხა.

ბაზა დამსაქმებლებისთვის ღია იქნება 31 მარტამდე, ხოლო თანხები სამსახურის გარეშე დარჩენილ ხალხს 10 აპრილამდე დაერიცხება.

შეგახსენებთ, რომ თანხის მისაღებად უნდა ცხოვრობდეთ საბერძნეთში ლეგალურად და მუშაობდეთ ოფიციალურად.

გირჩევთ, რომ საკუთარი მდგომაროების და უფლებების უკეთ გასაგებად დაუკავშირდეთ პირად ბუღალტერს (ლოგისტს).

onalem

ტესტ