fbpx
საბერძნეთი

“ოქროს ვიზა” საბერძნეთში – ვინ ყიდულობს საბერძნეთში ქონებას, რომელსაც ბინადრობის ნებართვა მოჰყვება

“ოქროს ვიზა” საბერძნეთში საკმაოდ პოპულარულია იმ მხრივ, რომ უძრავი ქონების შეძენას ავტომატურად მოჰყვება ბინადრობის ნებართვა. საბერძნეთში მომდევნო წლიდან უძრავი ქონების ღირებულების მინიმუმი, რომელიც ბინადრობის ნებართვის მისაღებად არის საჭირო, ორმაგდება, აქედან გამომდინარე, უცხოელები მანამდე ცდილობენ შანსის გამოყენებას.

როგორც ახლად გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, საბერძნეთში ინვესტორებს შორის, ამ მხრივ, ლიდერობენ ჩინელები, შემდეგ მოდიან თურქები, შემდეგ რუსები და ლიბანელები. ბინები, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა, ძირითადად ატიკის რეგიონში მდებარეობს.

რაც შეეხება მათ რიცხვს, ვინც ყველაზე ხშირად აკეთებს ბინადრობის აღნიშნული ნებართვის განახლებას ან თავიდან ცდილობს აღებას, რუსები ჭარბობენ, შემდეგ რაოდენობის მხრივ მოდიან ჩინელები, თურქები და ეგვიპტელები.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრიდან საბერძნეთში აღნიშნული გზით ბინადრობის ნებართვის ასაღებად საჭირო იქნება უცხოელმა ინვესტორმა ნახევარი მილიონი ევროს ღირებულების ქონება შეიძინოს, ახლა კი, იგივე მაჩვენებელი 250.000 ევროს უდრის.

onalem

ტესტ