fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში 3 თვის ბავშვი კორონავირუსით გაურკვეველი გზით დაინფიცირდა

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტი 3 თვის არის და ბიჭუნა 2019 წლის დეკემბერში დაიბადა. მისი დედა, კატერინა რეცონი ტელეკომპანიებთან საუბრობს და ფიქრობს, რომ შვილის დაინფიცირების შემდეგ ვირუსი თავადაც გადაედო, თუმცა, ზუსტად არ იცის, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. იკვეთება ორი ვარაუდი: ბავშვი დაინფიცირდა საავადმყოფოში ან მნახველებისგან, რომლებიც დაბადების შემდეგ მათთან სახლში მიდიოდნენ.

“არ ვიცით, თუ ზუსტად როგორ მოხდა ეს. შეიძლება ეს არის შემთხვევა, რომლის დროსაც არ ვიცით დაინფიცირების გზა. ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არანაირი გადაადგილება, გარდა იმისა, რომ ბავშვი 7 დღის მანძილზე საავადმყოფოში იყო.”

ასევე, ქალი ამბობს, რომ ბავშვი შემდეგ მსუბუქი ვირუსით დაავადდა (არ იგულისხმება კორონავირუსი). ოჯახი საავადმყოფოში წავიდა და რამდენიმე დღეში ბავშვი გამოკეთდა. სწორედ იმ დროს, როცა ბავშვი კარგად იყო, მისმა მეუღლემ გადაწყვიტა, რომ ათენში დაბრუნებულიყვნენ, რადგან გარუბანში ცხოვრობდნენ. თუმცა, ინციდენტი შეემთხვა და თივას საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ პერიოდში ბავშვს ისევ გამოუვლინდა სიმპტომები და ანალიზების გაკეთების შემდეგ საბოლოოდ კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.

ამ დროისთვის ქალი საკუთარ ანალიზის პასუხებს ელოდება. როგორს ის ამბობს, ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

onalem

ტესტ