fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“მაკიაჟს ვატარებდი, რათა სახეზე სისხლჩაქცევები არ გამოჩენილიყო” – ცოლის ნაცემი 50 წლის მამაკაცი

ცოლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი 50 წლის მამაკაცი საკუთარ ისტორიას ჰყვება. მისი თქმით, ის მაკიაჟს ატარებდა, რათა სახეზე მიყენებული დაზიანებები დაეფარა.

ტელეკომპანია STAR-ზე საუბრისას მანოლი იმ მომენტების შესახებ ჰყვება, როცა საკუთარი ცოლი სასტიკად სცემდა:

“უცებ გამოიქცა და თავს ზურგიდან დამესხა. თმაზე მქაჩავდა. შედეგად ვიტრინაზე დავვარდი და ვაზები გადმოიყარა. ეს ყველაფერი ჩვენი შვილის თვალწინ მოხდა, ის ტიროდა და თან ყვიროდა: “არა დედა, არა დედა!

მე მრცხვენია გარეთ გასვლის ასეთი სახით. რა თქმა უნდა, მრცხვენია ჩემს მეგობრებთან. რა ვთქვა, რომ ჩემი ცოლი მცემს ? ”

როგორც მანოლი აღნიშნავს, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი ბიზნესის დახურვა მოუწია, ამის გამო ის საკუთარ ოჯახს ფინანსურად სათანადოდ ვეღარ უზრუნველყოფდა.

“მან ჩემი დამცირება დაიწყო. დღესასწაულებზე ახალი ტანსაცმლის ყიდვა უნდოდა, მე კი ამის საშუალება არ მქონდა, ამის გამო ძალიან  ცუდად მექცეოდა. შემდეგ ჩემი მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლა დაიწყო. სახე დამიზიანდა. სამუშაოზე წასვლის მრცხვენოდა. მე მხოლოდ თავს ვიცავდი, რადგან მიყვარდა ის…”, აცხადებს 50 წლის მამაკაცი.

onalem

ტესტ