fbpx
საბერძნეთი

სახიფათო მუტაცია: საბერძნეთში 15-17 წლის მოზარდების ვაქცინაცია იწყება

როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ასევე საბერძნეთში, “დელტა” შტამმა დიდი შეშფოთება გამოიწვია.

ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ იმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და თვის ბოლოს პროფესორები 2.000 დაავადებულს პროგნოზირებენ ყოველდღიურად.

ექსპერტთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მომდევნო კვირიდან გაიხსნება პლატფორმა 15-17 წლის მოზარდების ვაქცინაციისთვის. მიმდინარე კვირაში გაიცემა კონკრეტული მითითებები და მეორე ორშაბათიდან ისინი ვიზიტების დანიშვნას შეძლებენ, რომ აიცრან.

“დელტა” შტამი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და პროფესორები ფიქრობენ, რომ თუ ვაქცინაცია არ დაჩქარდება და მეოთხე ტალღა თავს დაგვატყდება, ეს იქნება სწორედ ამ შტამის მიერ გამოწვეული. აღნიშნულიდან გამომდინარე იწყება მოზარდების ვაქცინაციაც.

 

onalem

ტესტ