fbpx
საბერძნეთი

საჯარო ტრანსპორტის გაფიცვა ათენში მთელი კვირა – ნახეთ გრაფიკი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ათენის საჯარო ტრანსპორტის ნაწილი გაფიცვას აცხადებს.

კერძოდ, ხვალიდან, 6 ივლისიდან, პარასკევის, 9 ივლისის ჩათვლით, ავტობუსები ყოველდღიურად გაიფიცებიან 12:00 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით.

რაც შეეხება მეტროსა და ელექტრო მატარებელს (ტრენო/ილეკტრიკო), ისინი ოთხშაბათს, 7 ივლისს, იმუშავებენ მხოლოდ საღამოს 21:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ იფიცება სამივე ხაზი.

ტროლეიბუსები და ტრამვაი იმუშავებენ ჩვეულ რეჟიმში, ვინაიდან ამ დრომდე რაიმე სახის განცხადება არ გაკეთებულა. ცვლილებების შემთხვევაში, ცხადია, გავრცელდება ინფორმაცია.

onalem

ტესტ