fbpx
საბერძნეთი

მაშველებმა მშობიარე ქალი გადაარჩინეს, რომელიც საავადმყოფოში მიდიოდა – დატბორილი კრეტა

ფენომენმა, რომელიც კრეტას დაატყდა თავს, წარმოუდგენელი ზიანი გამოიწვია. ოფიციალური ცნობებით, საუბარია ზარალზე, რომელიც მილიონობით ევროს უდრის. დატბორილია სახლები, მაღაზიები და ხალხი ქუჩაშია დარჩენილი.

ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა საერთო ჯამში 22 არასრულწლოვანი გადაარჩინეს. დაახლოებით 14-15 ბავშვი სახლში მარტო იყო და მივარდნილ წყალთან უსუსური აღმოჩნდა.

გულის ამაჩუყებელია ის ფაქტიც, რომ მაშველებმა იხსნეს ფეხმძიმე ქალიც, რომელიც საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ, თუმცა, ცხადია, აღნიშნული ვითარების გამო, ეს შეუძლებელი იყო.

ამასთანავე, სახლებიდან გამოიყვანეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 ადამიანი.


onalem

ტესტ