fbpx
საზოგადოება

“სახლში ბევრნი ვიყავით, დედამთილ-მამამთილი, მული და ერთი სული მქონდა სახლიდან გასულიყვნენ, რომ მემღერა” – თამთა ტელეკომპანია ERT-ზე

თამთა ტელეკომპანია ERT-ზე, გადაცემაში, “Σημείο Συνάντησης”, იყო მიწვეული, სადაც საქართველოში ცხოვრების წლებზე, პირველ მეუღლესა და მოდასთან თავის ძლიერ ლტოლვაზე ისაუბრა.

“არ ვიცი არის თუ არა ეს, რაც მოდასთან დაკავშირებით მაქვს, ნიჭი. მაგრამ მაქვს ეს სიგიჟე ბავშვობიდან, რადგან დედაჩემი კერავდა. იყო პერიოდი საქართველოში, როდესაც თავს ამით ვირჩენდით, კერავდა, რომ გამოვეკვებეთ.

მთელი ბავშვობა ასე მახსოვს, რომ დედაჩემი ჭრიდა და კერავდა. ალბათ, მისგან მაქვს აღებული. არასოდეს მოსწონდა მცმოდა იგივე, რაც სხვებს. მაგრამ, ალბათ, იმ საქმესაც აქვს წვლილი, რომელსაც ვაკეთებ.

ვგრძნობ, თითქოს, სამი ცხოვრება მაქვს ნაცხოვრები: ერთი 14 წლამდე, ჩემი ბავშვობა, შემდეგ, როდესაც დავქორწინდი და დედა გავხდი და მესამე, როდესაც უკვე საბერძნეთში ჩამოვედი.

ოჯახში ვცხოვრობდით ძალიან ბევრნი, დედამთილი, მამამთილი, მეუღლის და და მისი ბავშვი. ყველა მუშაობდა და ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდნენ სახლიდან. შემდეგ ვრჩებოდი ორ ბავშვთან ერთად. თუ იღბლიანი ვიქნებოდი და ელექტრო ენერგია იქნებოდა, რადგან იმ პერიოდში მხოლოდ 1-2 საათით გვქონდა დენი, ვრთავდი მაგნიტოფონს და ვმღეროდი მთელი არსებით,” ამბობს თამთა.

onalem

ტესტ