fbpx
საბერძნეთი

“იზრდება შანსი, რომ კარანტინი კიდევ გაგრძელდეს, შემდეგ კვირას გვეცოდინება” – ალკივიადის ვატოპულოს

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას პროფესორმა, ალკივიადის ვატოპულომ განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ საბერძნეთში მასშტაბური კარანტინი 3 კვირაზე მეტს გაგრძელდეს.

“შემდეგ კვირაში უკვე გვეცოდინება, გამოვალ თუ არა გარეთ 30 ნოემბერს. არსებობს საფუძველი, რომ კარანტინი 3 კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება.

თესალონიკში მოსახლეობის 32% ინფიცირებულია, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი გავრცელებულია დიდ მასშტაბზე და მისი განეიტრალების შანსი მცირეა.

პირბადე და ზოგიერთი ზომა მთელი ზამთარი იქნება ძალაში, რადგან ვაქცინის ქონის შემთხვევაშიც, ძალიან დიდი ხანი დასჭირდება ვაქცინაციას.

მე პირადად გავიკეთებ ვაქცინას, რადგან პირველ რიგში მოწყვლად ჯგუფს მივეკუთვნები და მეორე რიგში, წარმოვადგენ სამედიცინო სფეროს.

მოვუწოდებ მოსახლეობას, სახლი დატოვეთ მხოლოდ და მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში,” აცხადებს ინფექციონისტი.

onalem

ტესტ