fbpx
მსოფლიო

არალეგალმა ემიგრანტებმა დეპორტაციის გამო აეროპორტი ჩაკეტეს – უპრეცენდენტო შემთხვევა

მიგრანტები ავიაკომპანიას მოუწოდებდნენ, არ მიეღო „ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური თუ პოლიტიკური მონაწილეობა დეპორტაციებში“.

სობით არალეგალმა მიგრანტმა საფრანგეთის ყველაზე დიდი – შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტი დაიკავა, იუწყება გამოცემა Daily Mail.

გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები ხელს უშლიდნენ მგზავრებს თვითმფრინავებში ჩასხდომაში, მოითხოვდნენ პრემიერ-მინისტრ ედუარდ ფილიპთან შეხვედრას და მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, შეეწყვიტათ დეპორტაცია.

Embedded video

მიგრანტები კომპანია Air France-ს მოუწოდებდნენ, არ მიეღო „ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური თუ პოლიტიკური მონაწილეობა დეპორტაციებში“.

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი მიგრანტისგან ისმოდა წამოძახილი:

  • „საფრანგეთი არ ეკუთვნით ფრანგებს. ყველას აქვს უფლება აქ იყოს!“

Daily Mail-ი აღნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია „შავი ჟილეტების“ წარმომადგენლები იყვნენ, რომელიც თავს საფრანგეთში არალეგალ მიგრანტთა ყველაზე დიდ კავშირად მიიჩნევს. ისინი პრემიერ ფილიპისგან ლეგალური სტატუსის მინიჭებას მოითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ევროკავშირმა წინა წელთან შედარებით 40%-ით ნაკლები ლტოლვილები მიიღო. ამასთან, ყველაზე მეტი არალეგალი გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში შევიდა.

onalem

ტესტ