fbpx
კრიმინალი

დაპირისპირება ემიგრანტებს შორის კვირას ომონიაზე – ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული

ბერძნული მედიის ინფორმაციით, შემთხვევა კვირას საღამოს, 19:00 საათის შემდეგ მოხდა. ერთმანეთს სამი ემიგრანტი დაუპირისპირდა და ეს ყველაფერი სისხლიან ინციდენტში გადაიზარდა.

კერძოდ, ემიგრანტები (ავღანური წარმოშობის) კვების ერთ-ერთი ობიექტის წინ იმყოფებოდნენ, როდესაც უცნობი მიზეზების გამო შეკამათდნენ, შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს.

არსებული ცნობებით, დაპირისპირებას ერთ-ერთის სიცოცხლე ემსხვერპლა, რადგან ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა, ხოლო დანარჩენი ორი დაშავდა და წითელი ჯვრის საავადმყოფოში გადაიყვანეს, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

onalem

ტესტ