fbpx
კრიმინალი

თესალონიკი: სტომატოლოგს საკუთარი პაციენტები აშანტაჟებდნენ და მოკვლით ემუქრებოდნენ

გავრცელებული ინფორმაციით, სტომატოლოგი საკუთარი პაციენტების მხრიდან საშინელი შანტაჟის მსხვერპლი გახდა. თესალონიკის პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დაკავებულია სამი პირი, მათ შორის ადვოკატიც.

36 წლის ექიმის თქმით, მას ემუქრებოდა 52 წლის მამაკაცი, და ასევე მისი 29 წლის შვილი. მუქარა ძირითადად იყო შემდეგი სახის, რომ მას დაუხურავდნენ კლინიკას ან სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ორივე მათგანი თავდაპირველად მისი პაციენტები იყვნენ და სავარაუდოდ, კარგად გათვალეს, თუ რა თანხას გამოიმუშავებდა სტომატოლოგი.

აღნიშნული მუქარების ფონზე ექიმმა მამა-შვილს 2, 000 ევრო გადასცა. მოგვიანებით ისინი კვლავ დაბრუნდნენ და 44 წლის ადვოკატის დახმარებით კიდევ 6, 000 ევრო მოითხოვეს.

სწორედ ამის შემდეგ მივიდა სტომატოლოგი პოლიციის განყოფილებაში და მომხდარის შედეგად განაცხადა. ოპერაცია პოლიციამ გუშინ ჩაატარა და სამივე დამნაშავე დაპატიმრებულია.

თავდაპირველად მათ გაითამაშეს სცენა, ვითომდა ექიმმა თანხმობა განაცხადა თანხის გადაცემაზე და სწორედ მაშინ, როცა მათ თანხა უნდა აეღოთ, პოლიცია ჩაერია და ისინი ფაქტზე დააკავა.

 

onalem

ტესტ