fbpx
პოლიტიკა

“გასულ 4 წელში გადასახადები შევამცირეთ, მომდევნო ოთხი წელი იქნება ხელფასების ზრდის წლები” – კირიაკოს მიცოტაკი

კირიაკოს მიცოტაკიმ Protothema.gr-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, მომდევნო არჩევნებში საბერძნეთის მოსახლეობა კვლავ გამოიჩენს ნდობას მისი პარტიის მიმართ, რადგან მათ მანდატი სწორედ თანმიმდევრული მართვისთვის მიიღეს.

“თუ პირველი ოთხი წლის მანძილზე მთავრობის პრიორიტეტი იყო გადასახადების შემცირება, შემდეგი ოთხი წელი უნდა იყოს ხელფასების ზრდის წლები. მოსახლეობამ უნდა იხილოს ბევრად უკეთესი ხელფასები. მე ძალიან თანმიმდევრული ვარ ჩემს გადაწყვეტილებებში და ამ ყველაფრისთვის გამოვიყენე 4 წლიანი ვადა. 

ვფიქრობ, იცით, რომ ამ საქმეში ხანდახან საჭიროა მცირე დათმობებზე წასვლა, რათა მიზნების მიღწევა შევძლოთ. ნამდვილად იყო შეფერხებები სხვადასხვა სფეროებში და დავუშვით შეცდომებიც, მაგრამ სწორედ ამ შეცდომებმა მოგვცა დაფიქრების საშუალება, საშუალება, რომ გამოვსწორებულიყავით და გავმხდარიყავით უკეთესი. ვაცნობიერებთ, რამდენს ვსწავლობთ ამ საქმეში ყოველდღიურად, რადგან საბოლოოდ, მაინც არავინ გამზადებს იმისთვის, რომ პრემიერის სკამზე დაჯდე – მე კი, საკმაოდ კარგად ვიყავი მომზადებული.

გულუბრყვილოს დავარქმევ ყველას, ვინც თვლის, რომ პოლიტიკაში მცირე კომპრომისებზე არ უნდა წავიდეს. მე ღრმად ლიბერალი პოლიტიკოსი ვარ, ძლიერი სოციალური მგრნობიარობით, რაც ვთვლი, რომ დიდწილად გამოვლინდა ჩვენი მართვის პოლიტიკაში,” აცხადებს მიცოტაკი.

onalem

ტესტ