fbpx
საბერძნეთი

ათონის მთაზე ამ წუთებში ხანძარია – არსებობს ორი აქტიური კერა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათონის მთაზე ამ წუთებში ხანძარი მძვინვარებს. როგორც ირკვევა, ცეცხლი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და ამ დროისთვის ორი აქტიური კერა აქვს.

ცეცხლი უკიდია ტყეს არაპის კონცხთან, თუმცა, მონასტრები და სხვა ობიექტები საფრთხის წინაშე არ დგანან.

როგორც ადგილობრივი სამსახურები აცხადებენ, მუშაობს 110 მაშველი, 35 მანქანით, ასევე 6 სახანძრო თვითმფრინავი და 2 ვერტმფრენი, თუმცა, ცეცხლთან ბრძოლა განსაკუთრებით რთულია მეხანძრე-მაშველებისთვის სახმელეთო გზით, რადგან იწვის ტყის მიუდგომელი ნაწილი.

onalem

ტესტ