fbpx
ემიგრაცია

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ! – საკონსულოს განცხადება

2020 წლის 5 ივნისიდან ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური განაახლებს მოქალაქეთა მიღებას.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

🔺მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ვებ-გვერდზე – “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში;

🔺მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

🔺მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

🔺მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, ფარი ან სათვალე);

🔺მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;

🔺მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

🔺მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

🔺არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 30 210 74 89 180

onalem

ტესტ