fbpx
საბერძნეთი

თუ ხალხმა ელექტრო ენერგიის გადასახადის გადახდა დააგვიანა, ისინი არ დაჯარიმდებიან

როგორც ციფრული მენეჯმენტის მინისტრი, კირიაკოს პიერაკაკისი აცხადებს, საბერძნეთში ფოსტის (ΕΛΤΑ) გაფიცვის გამო მოსახლეობას ელ. ენერგიის გადასახადის ქვითრები გვიან მიუვა, შესაბამისად მოსახლეობა მათ გადახდასაც დააგვიანებს, რაც ჩვეულებრივ შემთხვევებში ჯარიმებთან არის დაკავშირებული.

როგორც მინისტრმა განმარტა, ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი კომპანია, ΔΕΗ მოსახლეობას პრობლემას არ შეუქმნის და გადასახადის დაგვიანების შემთხვევაში არ დააკისრებს ჯარიმას.

ამრიგად, ხალხი გადაიხდის მხოლოდ და მხოლოდ იმ რაოდენობის თანხას, რომელიც ქვითარში იქნება მითითებული.

onalem

ტესტ