fbpx
საბერძნეთი

“პაკისტანელებს არისტოტელეს მოედანზე დავმარხავთ” – ამ სიტყვების ავტორს თესალონიკის სასამართლომ 1 წლიანი პატიმრობა და 5.000 ევროიანი ჯარიმა შეუფარდა

გავრცელებული ინფორმაციით, თესალონიკის სასამართლომ მამაკაცს, პაკისტანელების მისამართით რასისტული და სიძულვილის შემცველი განცხადებების გაკეთებისთვის, 1 წლიანი პატიმრობა და 5.000 ევროიანი ჯარიმა შეუფარდა.

როგორც ირკვევა, ინციდენტი 2019 წელს მოხდა, როდესაც პაკისტანის მოქალაქეებმა ვლალის ბაზარში ყასაბი სცემეს, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე გააკეთა ბრალდებულმა საჯარო განცხადება და თქვა: “პაკისტანელებს არისტოტელეს მოედანზე დავმარხავთ”.

შემდეგ აღნიშნული გავრცელდა ერთ-ერთ ვებ-გვერდზე და რასისტულ ძალადობასთან ბრძოლის დეპარტამენტის ოფიცრებმა მისი იდენტიფიცირება შეძლეს.

მამაკაცი ბრალს უარყოფს და სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ამასთანავე დასძენს, რომ მის განცხადებებში არაფერი იყო რასისტული და ქსენოფობური.

onalem

ტესტ