fbpx
კრიმინალი

ვარკიზა: “მეგობრებთან ყავის დასალევად წავედი, რომ დავბრუნდი, კვამლი დავინახე და შესვლის შემეშინდა”

ვარკიზაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ კონკრეტული დეტალები ვრცელდება. 30 წლის ქალი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია და საკმაოდ სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, პროკურორთან გამაოგნებელ ფაქტებს ჰყვება, თანაც, სრულიად ჩვეულებრივ. ის ვერ აცნობიერებს საკუთარი ქმედების შედეგს. იმას, რომ მისი მიზეზით, მისი 13 თვის გოგონა სახლში ცოცხლად დაიწვა.

“ჩვეულებრივი დილა იყო. მას თავის სკამში ვაჭამე და შემდეგ მეგობრებთან ერთად ყავის დასალევად გავედი. შუადღეს დავბრუნდი და მოგვიანებით ისევ გავედი. როცა კვლავ დავბრუნდი, სახლში კვამლი დავინახე, მე შემეშინდა და არ შევედი,” ამბობს ბრალდებული.

როგორც ჩანს, ქალს საკუთარმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა სძლია, თუმცა, მეხანძრეებს ემუდარებოდა, რომ მისი შვილი გადაერჩინათ.

გაირკვა, რომ 30 წლის დაკავებული ნაშვილები იყო. ბებია 16 წლის ასაკში გარდაეცვალა, შემდეგ მას დედაც მიჰყვა და ორი წელი თავშესაფარში გაატარა. როცა 18 წლის გახდა, დედისგან დატოვებულ სახლში, ვარკიზაში მივიდა და იქ ცხოვრობდა. მაშინ გააჩინა პირველი შვილიც, რომელიც ასევე თავშესაფარში გადაიყვანეს.

რამდენიმე წლის შემდეგ მას მეორე შვილი შეეძინა, რომელიც 2 წლის ასაკში დაეღუპა, 13 თვის გოგონა კი მისი მესამე შვილი იყო, რომელიც სამშობიაროდან ტაქსის მძღოლის ხელმოწერით გამოიყვანა. მას მამაკაცთან ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მისი თქმით, დაშორებულები არიან. სამივე ბავშვს სხვადასხვა მამა ჰყავს.

onalem

ტესტ