fbpx
კრიმინალი

თავდასხმა 34 წლის ქალზე ომონიის ცენტრში: “ფიზიკურად გამისწორდა, ტელეფონი წამართვა და ჩემი მანქანა გაიტაცა”

გუშინ, დაახლოებით 23:00 საათზე, ომონიის ცენტრში 34 წლის ქალს მისთვის უცნობი მამაკაცი დაესხა თავს.

ჩვენების მიხედვით, ქალი საკუთარ მანქანასთან მივიდა და როდესაც კარს აღებდა, უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ მობილური ტელეფონი წაართვა, მის მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა.

რამდენიმეწამიანი შოკის შემდეგ დაზარალებულმა ყვირილი დაიწყო და ადგილზე პოლიცია მივიდა. გამოძიება მანქანის საპოვნელად მაშინვე დაიწყო და რამდენიმე ხანში აკომინატუს ქუჩაზე მიოტვებული იპოვეს, თავად დამნაშავე კი, ცხადია, მიმალვაშია.

მსხვერპლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ამ დროისთვის ცდილობენ დაადგინონ თავდამსხმელის ვინაობა. არსებობს ვარაუდიც, რომ ეს არ იყო შემთხვევითი ძარცვა, არამედ რაიმე სახის პირადი უთანხმოებიდან გამომდინარე ანგარიშსწორება.

onalem

ტესტ