fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ავლონას ციხიდან ორი საშიში პატიმარი გაიქცა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ავლონას ციხიდან ოთხმა პატიმარმა სცადა გაქცევა, თუმცა, მხოლოდ ორმა მოახერხა საპყრობილის დატოვება. არსებული ცნობებით, მათ მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

კერძოდ, ისინი არიან სირიის 21 წლის მოქალაქე და ალბანეთის 23 წლის მოქალაქე. სირიელ მამაკაცს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ხოლო ალბანელს 16 წლიანი პატიმრობა, ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით მიუსაჯეს.

გარკვეული წყაროები იტყობინებიან, რომ დღეს შუადღეს, 14:15 საათზე გაქცეული ალბანელი პოლიციამ დააკავა, თუმცა, ამ დრომდე ძებნაშია სირიის მოქალაქე.

onalem

ტესტ