fbpx
კულტურა

“ზოგიერთები საბერძნეთს თურქეთზე მაღლა აყენებენ, თურქეთი არის მსოფლიო ძალა” – ერდოღანის პროვოკაციები

თურქეთის პრეზიდენტმა თავისი გუშინდელი განცხადებებით საბერძნეთსა და საფრანგეთს, ფაქტობრივად, “ცეცხლი გაუხსნა”.

“რაც უნდა გააკეთონ, ისინი ვერ შეგვაჩერებენ ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორიებზე. დასრულდა მათი ეპოქა, ვინც ყველა ადგილის კოლონიზაციისა და ერების განადგურებისკენ მიისწრაფვოდა. 

თურქეთზე მაღლა აყენებენ ქვეყანას, რომელიც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სხვა ქვეყნების ზურგსუკან იმალება და ამის ხარჯზე ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. ეს არის დიდი უსამართლობა. დავიღალეთ ამ თამაშით, რომელიც ჩრდილში მიმდინარეობს. უკვე სასაცილო ხდება. ჩვენს ქვეყანას სატყუარას უგდებენ და საბერძნეთს არაფრის გაკეთების უნარი არ აქვს. თურქეთი არის რეგიონალური და გლობალური ძალა.

ჩვენი ქმედებების მიზეზი ამ საზღვაო ტერიტორიებზე, არის სამართლიანობისა და მართლმსაჯულებისკენ სწრაფვა.

აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რესურსების ექსპლოატაციის მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება აქ მდებარე ყველა ქვეყანას აქვს, არ არის შორს იმისგან, რასაც თანამედროვე კოლონიზაცია ჰქვია,” ამბობს ერდოღანი.

 

 

onalem

ტესტ