fbpx
კულტურა

400 უძველესი ხელუხლებელი ობიექტი იქნა აღმოჩენილი ხანძრის შემდეგ

7 ივნისს, ცეცხლის ჩაქრობის დროს, სოფელ მეღაპლატანოს მახლობლად, უძველესი, ხელუხლებელი ნივთები აღმოაჩინეს (ვაზები ,ადამიანების, ცხოველების და ასევე ბრინჯაოს ფიგურები), გატეხილი ვაზები და ხატები.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, ხოლო ეს ყველაფერი აღრიცხა ფტიოტიდისა და ევრიტანიის ანტიკური ძეგლების არქეოლოგთა ჯგუფმა, ლამიის უსაფრთხოების დეპარტამენტში.

“ეს გავრცელებული Locric-ის ტიპის ფიგურებია, რომლებიც ქრისტეშობამდე მე-5 საუკუნით თარიღდება ,და სასაფლაოების დარბევის ობიექტს წარმოადგენს. ნივთების ტრანსპორტირება მოხდება ამ კვირაში, ლამიის უსაფრთხოების დეპატრამენტიდან ფტიოტიდასა და ევრიტანიაში, ხოლო შენახვის შემდეგ, მათ ღირებულებას შეაფასებს სპეციალური სამეცნიერო კომიტეტი’’, – ნათქვამია განცხადებაში.

‘’კულტურისა და სპორტის სამინისტრო, კომპეტენტურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, ინტენსიურად აგრძელებს საქმის გამოძიებასა და დამნაშავეთა იდენტიფიცირებას’’, -აცხადებს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

onalem

ტესტ