fbpx
კულტურასაბერძნეთი

სად მიდიან ბერძნები სააღდგომოდ?

კრიზისის დროს ბერძნებმა ახალი ჩვევები შიეძინეს. ისინი ახლა უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ დასვენებას.

ტურიზმისა და დასვენების სააგენტოს მონაცემებით, წელს ბერძნები სააღდგომოდ უამრავ ტურს ჯავშნიან. შეკვეთები გასულ წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა. ისინი ”თბილ” პერიოდში კერძო მანქანებით მგზავრობას ამჯობინებენ, ყველაზე პოპულარული კი 3-5 დღიანი ორგანიზებული ტურებია.

პოპულარული ადგილები

შიდა ბაზარზე მოთხოვნა მთელ საბერძნეთზე ვრცელდება: ეპირუსი, თესალია, ცენტრალური საბერძნეთი.

გარდა ამისა პოპულარულია კრუიზები შემდეგ კუნძულებზე: სანდორინი, მიკონოსი, ფაროსი, სიროსი, თინოსი და ა.შ.
იონიის კუნძულებიდან, ჩვეულებისამებრ, ყველაზე პოპულარულია კორფუ, სადაც ფერადი სანახაობა იმართება – ”ქოთნებით ბრძოლა.”

ბერძნები სააღდგომოდ საზღვრებს გარეთაც მიდიან, თუმცა კრიზისის გამო იქ ცოტა ხანს ატარებენ. საზღვარგარეთ ყველაზე პოპულარული ადგილებია: ცენტრალური ევროპა, ლონდონი, პარიზი, ბალკანეთი.

დაჯავშნული ტურებით უამრავი ბერძენი ეწვევა კვიპროსს, ესპანეთსა და პორტუგალიას. ასევე გაერთიანებული საემიროებს (დუბაი), აზიასა და ამერიკას.
თუმცა, ბერძნების უმრავლესობა აღდგომის გატარებას საკუთარ ქვეყანაში ამჯობინებს. ათენი ინტერესის ეპიცენტრად რჩება.

onalem

ტესტ