fbpx
კულტურა

საბერძნეთის კუნძული, სადაც ყველაფერს ქალები მართავენ, კაცის როლი კი, მეორეხარისხოვანია

დოდეკანესის კუნძულების ჯაჭვში კარპათოსი მეორე უდიდესი კუნძულია და როდოსის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. მისი იზოლირებული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, კუნძულს შენარჩუნებული აქვს ისეთი ტრადიციები, რომლებიც დღეს ნამდვილად გაგაოცებთ, მაგალითად ბერძნული ენის დიალექტი და უძველესი ადათ-წესები. ასევე, განსხვავებული სამოსიც კი.

ზოგადად, დოდეკანესის საზოგადოება ქალის როლის მიმართ განსაკუთრებული პატივისცემით ხასიათდება, თუმცა, კარპათოსი ყველაზე გამორჩეულია, აქ ყველაფერს ქალები განაგებენ და კაცის აზრსა და მოქმედებებს მათსაზე დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია.

ფაქტობრივად, როდესაც უყურებთ კუნძულზე გადაღებულ ფოტოებს, ხედავთ ქალებს და მხოლოდ ქალებს, ყველგან… ტრადიციულ სამოსში, დღესასწაულებზე. ქალები აცხობენ პურს, ქალები უძღვებიან ვირებს და ა.შ.

ამ მხრივ ყველაზე გამორჩეული სოფელი ოლიმპუსია. აქ არც ტურისტები დადიან და უნდა ითქვას, რომ მთის ძირში მდებარე დასახლებაში დრო გაჩერებულია.

კარპათოსელ ქალს ამ სოფელში ოჯახის ყველანაირი სადავე უკავია, ის არის ცოლი, დედა, და… ჩართულია ყველანაირ საქმეში ნათესავების მხარში ამოსადგომად. ის არის მშობლების, ძმის და მეუღლის დამცველიც კი.

სოფელი ოლიმპუსი

კუნძულ კარპათოსს უამრავი გმირი ქალი ჰყავს, რომელიც გერმანული ფაშიზმის მსხვერპლი გახდა, ზოგიც კი ამ ყველაფერს გადაურჩა. უამრავი მათგანი გუდის საკონცენტრაციო ბანაკებში, ათენში, თვეების მანძილზე შვილებთან ერთად ცხოვრობდა, ისე, რომ არავინ იცოდა, ცოცხლები იყვნენ თუ მკვდრები.

მარიკა ხაძიმიხალის-ალექსიადისს გერმანელმა ჯარისკაცმა 1944 წელს ფეხებში ხელყუმბარა აუფეთქა, როდესაც გაქცევას ცდილობდა, თუმცა, მას მხოლოდ ფეხები დაუზიანდა და სამი თვე საავადმყოფოში წოლის შემდეგ, გამოჯანმრთელება მოახერხა.

onalem

ტესტ