fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი ოპერაცია ათენის ცენტრში: დაკავებულია ორი ემიგრანტი

თესალონიკის შემდეგ, საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაცია ათენის ცენტრში, კერძოდ, ექსარხიის ტერიტორიაზეც ჩაატარა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 20-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის დაპირისპირება მოხდა, თუმცა, პოლიციის ადგილზე მისვლისას ისინი დაიშალნენ და გაქცევა მოახერხეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ ოფიცრებმა ორი ემიგრანტის დაკავება მოახერხეს.

მათი ეროვნება ამ დრომდე უცნობი რჩება. პოლიციის ინფორმაციით, ისინი ათენის პროკურატურაში არიან გადაყვანილი.

onalem

ტესტ