fbpx
ჯანმრთელობა

საგანგაშო მდგომარეობა საბერძნეთში – საავადმყოფოებში ვრცელდება ბაქტერია, რომელსაც ანტიბიოტიკისადმი ძლიერი მდგრადობა აქვს

ევროპის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს მიკრობის შესახებ, რომელიც ანტიბიოტიკისადმი ძლიერი მდგდრადობით გამოირჩევა და ის ევროპის ქვეყნებში მდებარე საავადმყოფოებში ვრცელდება. ეს არის ბაქტერია, რომელიც იწვევს სერიოზულ რესპირატორულ პრობლემებს და ჰემატოლოგიურ ინფექციებს.

ბაქტერია Klebsiella-ს წინააღმდეგ უძლურია ყველაზე ძლიერი ანტიბიოტიკებიც კი, რომლებსაც უკანასკნელ შემთხვევებში მიმართავენ ხოლმე.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში, იტალიაში, რუმინეთსა და საბერძნეთში აღნიშნული მიკრობების გავრცელების სერიოზული პრობლემა დგას. ვარაუდობენ, რომ ის საბერძნეთში შემოტანილია ამერიკიდან და ვრცელდება საავადმყოფოებში. მდგომარეობა კი უკვე საგანგაშოა.

სხვა წყაროებზე დაყრდნობით კი, საბერძნეთში Klebsiella ტურისტებს დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან შემოაქვთ.

ჯანდაცვის სამინისტრო ჰიგიენიც ნორმების მაქსიმალური დაცვისკენ მოგვიწოდებს.

onalem

ტესტ