fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძენთის პოლიციამ 160-მდე ემიგრანტი შეამოწმა, მათგან დაკავებულია 61, რომელთაც საბუთები არ აღმოაჩნდათ

საბერძნეთის პოლიციის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად 61 უცხოელი ემიგრანტი დააკავეს.

ტელეკომპანია SKAI-ს ინფორმაციით, გუშინ თესალონიკში, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, პაკისტანელებს შორის სასტიკ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რის გამოც ოპერაცია დაიგეგმა და პოლიციამ საერთო ჯამში 160-მდე ემიგრანტი შეამოწმა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. აქედან 61 დააკავეს, რადგან მათ არ ჰქონდათ საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი საბუთები და ქვეყანაში უკანონო გზით იყვნენ შემოსულები.

დადასტურებული ინფორმაციით, ისინი არიან პაკისტანის, ირანის, ერაყის, ალჟირის მოქალაქეები.

პოლიციის ოფიცრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი დაპირისპირების შემდეგ, მსგავსი შემოწმებები ხშირად ჩატარდება, რათა თავიდან იქნას აცილებული სიტუაციის დაძაბვა.

 

 

onalem

ტესტ