fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ტემპერატურა ნელ-ნელა ისევ იმატებს – შობა-ახალი წელი საგაზაფხულო ამინდით

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში სუსხიანი დღეების შემდეგ ტემპერატურა ისევ იმატებს. შესაძლოა დღეს მცირე ნალექი მოსალოდნელია სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ეგეოსის ზღვის ტერიტორიებზე, თუმცა, ხვალიდან როგორც ჩანს, ისევ დათბება და ტემპერატურა 15 გრადუსს ასცდება.

დასავლეთ მაკედონიაში დღეს მოსალოდნელია -2 გრადუსიდან 7 გრადუსამდე, დანარჩენ მაკედონიასა და თრაკიში -1 გრადუსიდან 11 გრადუსამდე, თესალიაში 3-დან 12 გრადუსამდე, ეგეოსის კუნძულებზე 4-დან 14 გრადუსამდე, კიკლადესის კუნძულებზე 8-დან 15 გრადუსამდე, დოდეკანესის კუნძულებზე 11-დან 14 გრადუსამდე, კრეტაზე 10-დან 16 გრადუსამდე.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, იქროლებს 4-დან 5 ბალამდე ქარი, ტემპერატურა კი, 7-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.

ხვალიდან კუნძულოვან ტერიტორიაზე ჰაერი 20 გრადუსამდეც კი გათბება, რაც დეკემბრის თვისთვის არც თუ ისე დამახასიათებელია.

ზოგადად, სინოპტიკოსთა შეფასებით საბერძნეთში შობა-ახალ წელს თბილი ამინდით შევხვდებით, შეასძლოა გამონაკლისი იყოს ჩრდილოეთით მდებარე მთიანი რეგიონები, სადაც თოვლი ახლაც ფიქსირდება.

onalem

ტესტ