fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობის 4 ზომა, რომელიც სიძვირის წინააღმდეგ იმუშავებს – ჯარიმდებიან სუპერმარკეტები

კირიაკოს მიცოტაკიმ მიიღო კონკრეტული ზომები საბერძნეთში არსებული სიძვირის წინააღმდეგ, რომლებიც განვითარების მინისტრმა, კოსტას სკრეკასმა დააანონსა.

სკრეკასმა ისაუბრა ოთხ კონკრეტულ ღონისძიებაზე/ზომაზე, რომელიც მიღებულია ქვეყანაში არსებული უკიდურესად მაღალი ფასების წინააღმდეგ, ვინაიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გარკვეული პროდუქტები გაცილებით უფრო დაბალია, ვიდრე საბერძნეთში.

“პირველი ზომა არის სუპერმარკეტების მომმარაგებელთა რიცხვის შემცირება, რათა უზრუნველვყოთ დაბალი ფასები. ფასდაკლებები ჯამში 30%-ს აღწევს და ეხება ძირითადად სარეცხ საშუალებებს, სხვა საყოფაცხოვრებო საშუალებებს, კბილის პასტებს, შხაპის გელებს, შამპუნებსა და ბავშვის საფენებს.

მეორე ზომა ეხება ფასების მატების აკრძალვას, ანუ ფასების დაუსაბუთებელი ზრდის აკრძალვას, მინიმუმ მომდევნო 3 თვის მანძილზე. 

მესამე ზომა არის დაბალი ფასების შენარჩუნება “მინდვრიდან თარომდე”, ეს ნიშნავს, რომ საკრედიტო ინვოისი უნდა იყოს მაქსიმუმ 3%-მდე, ეს ეხება კონკრეტულად ახალ ბოსტნეულსა და ხორცს. 

მეოთხე ზომა მიმართულია კონკრეტულად ბავშვის რძის ფასის დარეგულირებაზე, რადგან ადგილი აქვს სპეკულაციებს,” აცხადებს სკრეკასი.

პარალელურად, აღსანიშნავია, რომ პირადი სარგებლის მიღების მიზნით ფასების გაზრდის გამო დაწესდა ჯამში 1,865 ჯარიმა.

onalem

ტესტ