fbpx
საზოგადოება

სინდაღმა-აკროპოლის მეტროს მოძრაობა “საეჭვო” ჩემოდნის გამო დროებით შეწყდა

გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, აკროპოლის მეტროსადგურში მგზავრებმა საეჭვო ჩემოდანი შენიშნეს, რომელშიც ბომბი ეგონათ და დაუყოვნებლივ შეატყობინეს როგორც მეტროს თანამშრომლებს, ასევე პოლიციას.

ოფიცრების ბრძანების საფუძველზე სინდაღმიდან აკროპოლის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეწყდა, ვიდრე ადგილზე სპეციალური, გამნაღმველთა სამსახური არ მობილიზდა, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ ცრუ განგაში იყო.

ჩემოდანში ბომბი არ ყოფილა და ის სავარაუდოდ ვიღაცას დარჩა ან განგებ დადო, განგაშის ატეხვის მიზნით.

ამ დროისთვის მეტრო ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს.

onalem

ტესტ