fbpx
საზოგადოება

დამლაგებლობიდან ავტობუსის მძღოლობამდე – 57 წლის ქალბატონი თვეში 1.000 ლარზე მეტს გამოიმუშავებს

სოციალურ ქსელში 57 წლის ქართველ ქალბატონზე იწერება, რომელიც ავტობუსის მძღოლად მუშაობს.

“მაია კოშაძე, 57 წლის, N13 ავტობუსის მძღოლი.

4 თვეა რაც მძღოლია, იქამდე დამლაგებლად მუშაობდა.

“57 წლის ვარ, 58-ის გავხდები მალე. სანამ აქ მოვიდოდი, სატრანსპორტო კომპანიაში დამლაგებლად ვმუშაობდი. მერე, ევროკავშირმა დააფინანსა 25 ქალი მძღოლის მომზადება თავიანთი ხარჯებით და მეც მოვხვდი. ცოტა გამოცდილება მქონდა, სკოლის დამთავრების შემდეგ, 3 თვე ტრაქტორზე ვიმუშავე. ასაკი შეზღუდული არ იყო, ახალგაზრდებიც გვყავდა. 25-დან 21 დავრჩით საბოლოოდ. შემოსავალიც გამეზარდა – 460 ლარი მქონდა დამლაგებლად, ახლა 1000 ლარზე მეტიც გამომდის. ძალიან მარტივი არაა საქმე, მაგრამ ისეთიც არაა, ვერ შეძლო.”

onalem

ტესტ