fbpx
საზოგადოება

ათენი: 52 წლის ქალი საკუთარ სამსახურში გარდაიცვალა, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე სახლში წავიდოდა

ინციდენტმა, რომელიც ათენში, კერძოდ, ეგალეოში მდებარე ერთ-ერთ ქარხანაში მოხდა, საზოგადოება შეძრა. გარდაცვლილია 52 წლის ქალი, რომელსაც საკუთარი თანამშრომელი მცირე ზომის გადამზიდი მანქანით დაეჯახა, შედეგად კი ქალს კისერი მოტყდა და დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს სამსახური რამდენიმე წუთში უნდა დაეტოვებინა, რადგან მისი სამუშაო ცვლა სრულდებოდა. კონკრეტულ მომენტში მისი თანამშრომელი, რომელიც, როგორც ცნობილი გახდა, გამოუცდელი მძღოლია, რომელსაც მართვის მოწმობაც კი არ აქვს და ქარხანაში კონტრაქტით მუშაობდა, დიდი სისწრაფით წამოვიდა და ქალს შეასკდა. ცხადია, მან ის ვერ დაინახა და ინციდენტი ფატალურად დასრულდა.

სხვა თანამშრომლებმა ამ ყველაფრის ხილვისას მაშინვე სასწრაფოში დარეკეს და ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი სიკვდილი დადასტურდა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, მას ორი შვილი დარჩა. რამდენიმე დღეში ოჯახი დასასვენებლად უნდა წასულიყო.

onalem

ტესტ